პაოლო მალდინი

მალდინი – ეს არ არის უბრალოდ ფეხბურთელი და არც უბრალოდ კაპიტანი. პაოლო მალდინი – ეს არის “მილანის“ სიმბოლო, მისი სახე და ცოცხალი ლეგენდა.

პაოლოს ადრეული ასაკიდან სურდა გამხდარყო “როსონერის“ ფეხბურთელი. მისი მამა, ჩეზარე მალდინი, მრავალი წელი იყო  “მილანის“ კაპიტანი. მან “მილანთან“ ერთად მოიგო 1963 წლის ჩემპიონთა ლიგა. პაოლოს დებიუტი “მილანში“ შედგა 1985 წლის 20 იანვარს. ამ დროს პაოლო მხოლოდ 16 წლის იყო. ამის შემდეგ, მან სამუდამოდ მოიპოვა ადგილი ძირითად შემადგენლობაში. ის 25 წელი ემსახურებოდა “მილანს“, როგორც ფეხბურთელი.  დებიუტის შემდეგი 24 წლის განმავლობაში მალდინი მოედანზე გამოდიოდა  “მილანის“ მაისურით და ყველა სეზონში ატარებდა არანაკლებ 14 თამაშისა.

19 წლისა ის უკვე ნაკრებში გამოიძახეს. პირველი მატჩი, რომელიც მან ჩაატარა Squadra Azzuri– ს მაისურით, ეს იყო 1988 წლის 31 მარტი, იუგოსლავიის წინააღმდეგ. ეს თამაში ფრედ, 1- 1 დასრულდა. 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ, რომელიც შედგა კორეა- იაპონიაში, პაოლო მალდინიმ სანაკრებო კარიერა დაასრულა. მისი შეუდარებელი კარიერის მიუხედავად, სამწუხაროდ, იგი ვერც ერთხელ ვერ გახდა მსოფლიო ჩემპიონი. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც გერმანიაში ჩატარდა, მარჩელო ლიპის თხოვნის მიუხედავად, პაოლომ უარი განაცხადა ისევ გამხდარიყო Squadra Azzuriწევრი და გუნდი მოედანზე გაეყვანა. მალდინიმ  მაშინ განაცხადა – “ახლა მომავალი თაობის ჯერია“.

2008 წლის 17 თებერვალი. მნიშვნელოვანი დღე მალდინის კარიერაში – მან მეათასე მატჩი ჩაატარა “როსონერის“ და იტალიiს ნაკრების მაისურით.

2009 წლის 31 მაისი. “ფიორენტინა“ –  “მილანი“. ეს თამაში “მილანმა“ 2-0 მოიგო. თუმცა… სამწუხარო იყო  ეს დღე “როსონერის“ გულშემატკივრებისთვის – პაოლო მალდინიმ კარიერა დაასრულა. მას მთელი სტადიონი ფეხზე ამდგარი, ტაშით აცილებდა. “ფიორენტინას“ ფეხბურთელებიც კი.

ვინ იყო მალდინი ნაკრებისთვის, ვინ იყო მალდინი “მილანისთვის“??? ვინ იყო პაოლო ჩვენთვის, გულშემატკივრებისთვის…. იგი იყო “მილანის“ სიმბოლო, “როსონერის“ გული და სული, ჩვენი კაპიტანი და ცოცხალი ლეგენდა. “მილანი“- მალდინი, ეს სინონიმებია.  

პაოლო მალდინის მონაგარი “როსონერის“ და იტალიის ნაკრების მაისურით:

იტალიის ჩემპიონი: 1988; 1992; 1993; 1994; 1996; 1999; 2004;

იტალიის თასისი მფლობელი: 2003;

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული: 1989; 1990; 1994; 2003; 2007

ჩემპიონთა ლიგის მონაწილე: 1989; 1990; 1993; 1994; 1995; 2003; 2005; 2007

ევროპის სუპერთასის მფლობელი: 1989; 1990; 1994; 2003; 2007;

საკონტინენტთაშორისო ჩემპიონატის გამარჯვებული: 1989; 1990;

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული: 2007

1990 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლის მფლობელი; (იტალია)

1994 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი; (აშშ)

2000 წლის ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლის მფლობელი; (ბელგია და ნიდერლანდები)

შედის ფიფას ასეულში; სახელმწიფო ჯილდოები:

“იტალიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული სამსახურის“ ორდერის კავალერი (1991 წლის 30 სექტემბერი) ;

“იტალიის რესპუბლიკის წინაშე გაწეული სამსახურის“ ორდერის ოფიცერი (2000 წლის 12 ივლისი) ;

ფეხბურთისგან თავსიუფალ დროს, მას იტალიის “რადიო 105“- ში მიჰყავს მუსიკალური გადაცემა. ასევე აქვს თავისი კლუბი “HOLLYWOOD”, სადაც ხშირად აღნიშნავს გამარჯვებას თანაგუნდელებთან ერთად.

პაოლო “მილანში” 3 – ნომრიანი მაისურით ასპარეზობდა. “როსონერის” ხელმძღვანელებმა და გულშემატკივრებმა მას გუნდისთვის გაწეული ამაგი არ დაუკარგეს. მალდინის საპატივცემულოდ, “მილანის” 3 ნორმიანი მაისურის ტარების უფლება არავის ექნება ერთი ადამიანის გარდა. ეს ადამიანი პაოლო მალდინის შვილი კრისტიანია, რომელიც თუ მამამისისა და ბაბუამისი მსგავსად გადაწყვეტს თავისი ბედი “მილანს” დაუკავშიროს, სწორედ 3 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

ამ ვიდეოს ყურების დროს ვიტირე,ძალიან გთხოვთ თქვენც უყუროთ

დატოვე კომენტარი